ჩვენ შესახებ


კომპანიის შესახებ

ILIRIJA (ილირია) - არის კოსმეტიკური პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელი აღმოსავლეთ ევროპაში: 350 თანამშრომელი აწარმოებს 1000-ზე მეტი დასახელების კოსმეტიკურ პროდუქციას. SUBRINA Professional მსოფლიოს 33 ქვეყანაშია მოთხოვნადი. ხარისხის საუკეთესო რეპუტაცია, მრავალწლიანი გამოცდილება და კარგად ნაცადი ფორმულები SUBRINA Professional-ის უდაო  სარგებელს წარმოადგენენ მსოფლიოს სილამაზის ინდუსტრიაში.

იდეალური შეზავება ევროპული ხარისხის, ასორტიმენტისა და ფასის


ისტორია
1. მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი კომპანია მოიძებნება, რომელსაც შეუძლია იამაყოს 100-წლიანი ისტორიით. სწორედ ასეთი კომპანიაა ILIRIJA, SUBRINA Professional-ის მწარმოებელი.

2. 1908 წელი - კომპანია ILIRIJA-ს დაარსება. კომპანიის განვითარების პერიოდში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო იმ დროისთვის მსოფლიოს ბაზარზე საუკეთესო საღებავი KOLESTON WELLA-ს წარმოება, რომელიც 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს გამოცდილება გამოადგა კომპანიას საკუთარი პროფესიული მარკის - SUBRINA Professional-ის გამოშვებისას, რომელსაც იგი უკვე 55 წელია წარმატებით აწარმოებს.

3. 1958 წელს
შემუშავდა და წარმოებაში გაეშვა მსოფლიოში პირველი კონდიციონერი თმისათვის ТМ SUBRINA - ინოვაციური საშუალება, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა თმის მოვლის სისტემა!

4. 1960 წელს შეიქმნა SUBRINA Studio - ერთ-ერთი პირველი შემსწავლელი ცენტრი სტილისტებისთვის. მის ბაზაზე ხდება ოსტატების გადამზადება, რათა მათ გააცნონ
SUBRINA Professional-ის პროდუქციის სწორი გამოყენების მეთოდიკა. ასევე ოსტატები აქ ეცნობიან თმის შეჭრის, შეღებვისა და დავარცხნის უახლეს მოდურ ტენდენციებს. SUBRINA Studiо-ში მუშაობს ექსპერიმენტული განყოფილება, სადაც ახალი პროდუქტების პირველადი ტესტირება ხდება ნატურალურ თმაზე. მხოლოდ ამის შემდეგ გადის პროდუქცია ბაზარზე.

2006 წელს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გაიხსნა უფრო მაღალი დონის სასწავლო ცენტრი - Academy SUBRINA Professional. ეს არის თანამედროვე ტენდენციების, საავტორო პროგრამებისა და უახლესი ტექნოლოგიური სწავლების ცენტრი.

სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილი ტოპ-სტილისტების გუნდი აკადემიაში ყოველწლიურად SUBRINA Professional-ის ტრენდულ კოლექციებს ქმნის.


ტექნოლოგების გუნდი გაუზიარებენ ცოდნას კოლორისტიკაში, შეღებვის ტექნიკასა და ფერების დასმაში. გაგაცნობენ თმის მოვლის თანამედროვე საშუალებეს და მათი გამოყენების მეთოდებს.




SUBRINA Professiona l- თქვენი ევროპელი პარტნიორი